უცხოეთი
პუტინი: თუ ერდოღანი არ შეწყვეტს სირიაში ტერორისტების მხარდაჭერას, მეფე ნიკოლოზ II დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან და კონსტანტინოპოლს (სტამბულს) ქრისტიანებს დავუბრუნებ!

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. საინფორმაციო პორტალის «Реальные Новости»-ის ცნობით, რომელიც სახელმწიფო ტელეარხის «Россия 24»-ის მონაცემებს ეყრდნობა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას მიმართა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ვერაფერი შეარყევს მარადიულ კავშირს უკრაინასთან, მიუხედავად კიევის ხელისუფლებაში მოსული ხუნტის ბოროტი ზრახვებისა:

 "უკრაინაში ნეოფაშიზმის აღორძინება განგრენას ჰგავს, რომელიც შეიძლება ევროპის კონტინენტზე გავრცელდეს და ჩვენ, ფედერაციის ხალხი და საბჭოთა კავშირის შთამომავლობა, მზად ვართ ეს შავი ჭირი შევაჩეროთ".

 სირიაში ხუთწლიან კირიზისთან დაკავშირებით, პუტინმა განაცხადა რომ გრძელვადიანი ზავი სირიაში საეჭვოა, ანკარას საომარი განწყობისა და საუდის არაბეთთან მისი დამღუპველი ალიანსის გათვალისწინებით.

 "იმ შემთხვევაში თუ თურქეთი არ შეწყვეტს სირიის ალ-ქაიდას შტოს მხარდაჭერას, სერიოზულად ვაპირებ ბოლომდე მივიყვანო უკანასკენლი მეფის, ნიკოლოზ II მიერ დაწყებული საქმეები.

 პირველი მსოფლიო ომის დროს ის ცდილობდა კონსტანტინოპოლის (სტამბოლის) ქრისტიანებისათვის დაბრუნებას,  თუმცა ბედმა უმტყუნა".