საზოგადოება
25 დეკემბრიდან 15 იანვრამდე თბილისში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. მთავარი საახალწლო ნაძვის ხე პარლამენტთან 25 დეკემბერს განათდება.
საახალწლო სოფლები უკვე მოეწყო გლდანის პარკში, სპორტის სასახლესთან და ვარდების მოედანზე, სადაც დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება.
მთავარი გალა კონცერტი კი თბილისში 31 დეკემბერს გაიმართება.