რედაქტორისგან
სომეხი სააკაშვილი ქართველებს ყარაბაღში აგზავნის – სომხების დასახოცად! – არნო ხიდირბეგიშვილი

 დონბასში მებრძოლ „ქართულ ეროვნულ ლეგიონს“ მამუკა მამულაშვილის მეთაურობით სომეხი სააკაშვილი ყარაბაღში აზავნის – აზერბაიჯანის არმიის დასახმარებლად. აზერბაიჯანს დახმარება თურქეთმაც აღუთქვა. ამგვარად, საქართველოს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად სააკაშვილმა სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტში ქართველებიც ჩარია, რომლებიც თურქებთან ერთად დახოცავენ სომხებს.

შედეგად საქართველოში სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის შეტაკებები დაიწყება, მამულაშვილის „ქართული ბატალიონი“ ყარაბაღის შემდეგ უკრაინაში არ დაბრუნდება, არამედ თურქეთის არმიასთან ერთად საქართველოში შემოვა – ვითომდა, აზერბაჯანელების დასახმარებლად და ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის დასაცავად, რომლის მეშვეობითაც ბაქო ანკარის სამხედრო დახმარებას მიიღებს. თუ ოფიციალური თბილისი ამისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეეცდება, თურქეთი საქართველოს საზღვაო საზღვარს გადაუკეტავს და პურისა და კვების სხვა პროდუქტების გარეშე დატოვებს. ასევე, გავა ყარსის ხელშეკრულებიდან და მიიტაცებს აჭარას, აზერბაიჯანი კი შეუწყვეტს გაზის მიწოდებას საქართველოს ორივე – სახელმწიფო კომპანია „სოკარის“ სამხრეთ კავკასიურისა და შაჰ–დენიზ–თბილისი–თურქეთის  მილსადენით.

საპასუხოდ, სომხები ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენს ააფეთქებენ და რუსეთს იძულებულს გახდიან, სომხებს გამოესარჩლოს – ყარაბაღშიც და საქართველოშიც, რაც საქართველოს საბოლოო დაშლით დამთავრდება: აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის ნაცვლად ქვემო ქართლს მისცემენ, სომხეთი კი სამცხე–ჯავახეთს მიიღებს. საქართველოს გავლით გაიხსნება რკინიგზა რუსეთი–აფხაზეთი–სომხეთი გიუმრიში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზის უწყვეტი მომარაგებისთვის, რომელსაც მთელ გაყოლებაზე რუსი სამხედროები ნატოსგან დაიცავენ. გაიხსნება, აგრეთვე, საავტომობილო ტრასა ჩრდილოეთ კავკასია–საქართველო–სომხეთი, რომელსაც „ისლამური სახელმწიფოსგან“ ასევე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძლები დაიცავს. რუსეთის არმია ასევე საკუთარ თავზე აიღებს ვლადიკავკაზ–თბილისი–ერევანის გაზსადენის დაცვას.

 თუმცა თუ „ისლამური სახელმწიფო“, ყარაბაღში არსებული ვითარების გამოყენებით,  პანკისის ხეობის მცხოვრებლებისა და აზერბაიჯანელებისგან დაკომპლექტებულ რაზმებს საქართველოში გამოაგზავნის, მაშინ რუსეთი და აშშ ერთდროულად დაიწყებენ საქართველოში ანტიტერორისტულ ოპერაციას ავიაციის გამოყენებით, როგორც სირიაში. ეს ყველაფერი მასობრივ ნგრევასა და მოსახლეობას შორის მსხვერპლს გამოიწვევს. 

ასეთი იქნება უკანასკნელი კავკასიური ომის შედეგები.

 

 

 

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
საქართველო, თბილისი,
2016 წლის 5 აპრილი