აქტუალური
საქართველოს მიმართ არაბების საინვესტიციო ინტერესი შენელდა

arabebiარაბთა გაერთიანებულმა ემირატებმა, რომელმაც 2009 წელს საქართველოში 162 756 500 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელა და, შესაბამისად, მსხვილ ინვესტორთა ნუსხაში ლიდერის პოზიცია დაიკავა, 2010 წლის მესამე კვარტალში მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა. საქსტატის ინფორმაციით, 2010 წელს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა   ნიდერლანდებია, რომლის ინვესტიციების მოცულობაც 27 956 300 აშშ დოლარით განისაზღვრა. ინვესტიციების მოცულობით მეორე ადგილზე, 21 650 600 აშშ დოლარით, ამერიკის შეერთებული შტატებია. შემდეგ მოდის რუსეთი, რომელსაც აღნიშნულ პერიოდში 18 664 000 აშშ დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. საქსტატის ინფორმაციით, III კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოში 18 090 600 აშშ დოლარის ინვესტიცია აქვთ განხორციელებული.