აქტუალური
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პანკისის ხეობაში რეკრუტების მშობლებს შეხვდა

 საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. სოფელ დუისის კულტურულ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე დავით ებრალიძემ მომავალი ჯარისკაცების მშობლებს მათი შვილების საცხოვრებელი პირობების და ყოველდღიურობის შესახებ პირადად უამბო.

 „რეკრუტებს შორის არის პანკისის ხეობის რამდენიმე წარმომადგენელი. შევხვდით მომავალი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს და მათი შვილების შესახებ ვესაუბრეთ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოჯახის წევრებს ძალიან დადებითი დამოკიდებულება ჰქონდათ და კმაყოფილები არიან“, - განაცხადა დავით ებრალიძემ.

 „ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ სოფელ ომალოს ერთ-ერთ კლუბზე. ახლა ვათვალიერებთ, თუ რა სამუშაოებია ჩასატარებელი. პროექტის წინასწარი ვარიანტი გამზადებულია და შენობის გასარემონტებლად ინვესტორების მოზიდვას ვცდილობთ“, – აღნიშნა მან.