აქტუალური
ბენ კი მუნმა საქართველოში ვიზიტი გადადო

 საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. „საქართველო არის კარგი მაგალითი ბევრი ქვეყნისთვის!“ - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ბენ კი მუნმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან საუბრისას განაცხადა.

გაეროს გენერალური მდივანი საქართველოს მთავრობის მეთაურს ტელეფონით დაუკავშირდა და წუხილი გამოთქვა, რომ დღის წესრიგის მოულოდნელი ცვლილების გამო საქართველოში ვიზიტის გადადება მოუხდა.

ბენ კი მუნი მზად არის, მიმდინარე წლის განმავლობაში ეწვიოს საქართველოს, რათა პირადად გაეცნოს ქვეყნის მიერ დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების კუთხით მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აქტიური ჩართულობის მზადყოფნა გამოთქვა, რისთვისაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მას მადლობა გადაუხადა.