საზოგადოება
სანდრო კვიტაშვილი: „სააკაშვილის თანაგუნდელი არ ვყოფილვარ!“

 საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს და ოპოზიციაში წავიდეს. ამ თემასთან დაკავშირებით  უკრაინის ჯანდაცვის ექს-მინისტრმა სანდრო კვიტაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.

 „სააკაშვილმა პოროშენკოსგან სახალხო ხელისუფლების ჩამოყალიბება მოითხოვა, თუმცა პრეზიდენტს მისთვის პასუხი ჯერ არ გაუცია", - ამბობს სანდრო კვიტაშვილი.

 რაც შეეხება თავად კვიტაშვილის პოზიციას, იგი უკრაინის პოლიტიკურ ავანსცენაზე დარჩენას არ აპირებს.

 „სააკაშვილის გუნდის წევრად არც თანამდებობაზე ყოფნისას აღმიქვამდნენ, მე მინისტრთა კაბინეტის წევრი ვიყავი და არა სააკაშვილის თანაგუნდელი", - აღნიშნა კვიტაშვილმა.

reportiori.ge