აქტუალური
ფინანსთა სამინისტროში 26 დეკემბერს გაიმართულ ბრიფინგზე მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა 2010 წლის შედეგები შეაჯამა და 2011 წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
მინისტრის თქმით, 2010 წელს მოხერხდა ყველა პრიორიტეტული მიმართულების დაფინანსება, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარება.
ბაინდურაშვილის განცხადებით, ეკონომიკის სწრაფ აღორძინებას ინფრასტრუქტურის განვითარებამ და ტურისტული ზონის რეაბილიტაციამაც შეუწყო ხელი.
ფინანსთა მინისტრმა 2011 წლის გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარება კვლავ პრიორიტეტულად რჩება.