აქტუალური
საქართველოში ყველაზე კორუმპირებული სამინისტროს ხელმძღვანელმა 62.580 ლარი პრემია მიიღო!

qamari-mtavrobistvisმთავრობის ქამრების შემოჭერა საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა რომ იყო, ეს კიდევ ერთხელ დასტურდება საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციით. ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის’’ სამთავრობო უწყებების მიერ გადაცემული ინფორმაციით მინისტრები და მათი მოადგილეები საკმაოდ მაღალი სახელფასო დანამატებით სარგებლობდნენ, მაშინ, როდესაც ყველა სამთავრობო სხდომაზე აღნიშნავდნენ, რომ ქამარს მუდმივად ავიწროებდნენ.

2009 წლის 1 იანვრიდან 2001 წლის პირველ ნოემბრამდე გარემოს დაცვის მინისტრის სახელფასო ანგარიში საშემოსავლოს ჩათვლით 77 880 ლარით შეივსო, პრემიის სახით კი აღნიშნულ პერიოდში 62 580 ლარი მიიღო. საგარეო საქმეთა მინისტრის პრემიალური ჯილდოს რაოდენობამ კი 2009 წელს - 43 950 ლარი, 2010 წლის პირველ ნოემბრამდე კი 35 400 ლარი შეადგინა. სამთავრობო უწყებების ნაწილი კი სახელფასო და საპრემიო ფონდების მონაცემებს საჯაროდ არ ახმაურებს, თუმცა სავარაუდოა, რომ ქამრების შემოჭერით არც მათ შეუწუხებიათ თავი.