აქტუალური
„სააკაშვილსა და ნათელაშვილს შორის მერაბიშვილის გამო ბინძური გარიგება შედგა“ – შატბერაშვილი

 საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. "2011 წლის მიწურულიდან, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ მოდიოდა პოლიტიკაში, იმ პერიოდიდან დღემდე, შალვა ნათელაშვილი გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური წევრი“, – ამის შესახებ "მემარცხენე ალიანსის" ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ში განაცხადა.

 "მათ ჰქონიათ ასეთი მოლაპარაკება, როდესაც ლეიბორისტული პარტია გადალახავდა ბარიერს და პარლამენტში შევიდოდ, 40% "ოცნებას" უნდა მიეღო, 40% "ნაციონალურ მოძრაობას", დანარჩენი პარტიები თუ შევიდოდენ პარლამენტში, უმრავლესობას უნდა გადაეწყვიტა, ვინ იქნებოდა პრემიერმინისტრი.

 ჩვენს ზურგს უკან მოხდა ბინძური გარიგება. ნათელაშვილს მიუცია პირობანაციონალური მოძრაობისთვის", რომ ჩვენ  მხარს ვანო მერაბიშვილის კანდიდატურას დავუჭერდით. როდესაც ამის შესახებ შევიტყვეთ, არჩევნები დამთავრებული იყო, მაშინათვე დავყარეთ მანდატები. არ გამოვქცეულვართ, შევედით, მოვიწვიეთ პოლიტსაბჭოს სხდომა და პირში ვუთხარით, რომ მოხდა ბინძური გარიგება. მან განაცხადა: დიახ, დამაფინანსა ვინმე ანატოლი მოტკინმა, ისრაელის მოქალაქემ. არ გამორიცხა და თქვა, რომ შეიძლება ის ვანო მერაბიშვილის პარტნიორიც არისო", - განაცხადა შატბერაშვილმა.

 „ნახეთ, ვინ არის დღეს "რუსთავი 2"-ის სახე. როცა ერთად ვიყავით, ნათელაშვილს “რუსთავი 2”-ის კარი გადაკეტილი ჰქონდა. იმ ტელევიზიაში ვერავინ ვერ გაჭაჭანდება, ვინც არ არის მათი სატელიტი. დღეს კი ამ ტელევიზიის სახეა. ამერიკაში ვიზიტებიც რომ ავიღოთ, სენატორებთან მას ვინ მიუშვებდა, ახლა რომ დაბრძანდება და ქვეყანას აბეზღებს?!”, - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა 2030-ში.