აქტუალური
მესამე კვარტალში წარმოება გაიზარდა 6,7 პროცენტით

vvp"საქსტატის“ მიერ 24 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რეალურმა ზრდამ 2010 წლის მესამე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით შეადგინა 6.7 %, ხოლო მთლიანად პირველი ცხრა თვის მანძილზე – 6.5 %.

მშპ–ს მაჩვენებელმა მესამე კვარტალში მიმდინარე ფასებში 5.39 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17.5 პროცენტით მეტია.

2010 წლის მესამე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა – 18 %. შემდეგ მოდის ვაჭრობა – 16%, სახელმწიფო მმართველობა - 12 %; ტრანსპორტი და კომუნიკაცია – 12 %; სოფლის მეურნეობა – 8 % და მშენებლობა – 7 %.

ორნიშნა ზრდა აღინიშნა შემდეგ დარგებში: გადამამუშავებელი მრეწველობა – 18.3 %; სასტუმროები და რესტორნები – 15.7 %; სატრანსპორტო მომსახურება – 13.9 %; ფინანსური სექტორი – 12.2 % და ვაჭრობა – 11.7 %.

როგორც საქინფორმის კორესპონდენტს "საქსტატიდან" აცნობეს, 2010 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირდა1.8 %–იანი კლება სოფლის მეურნეობაში.

შეგახსენებთ, რომ 2009 წელს საქართველოს ეკონომიკაში მთლიანად 3.8 %–იანი კლება იყო.