საზოგადოება
პანკისის ხეობაში ძროხის ცოფი გავრცელდა

zroxaპანკისის ხეობის სოფლებში ძროხის ცოფი გავრცელდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ვენერა თურქიაშვილის განცხადებით, ცოფის შედეგად სოფლებში ბირკიანსა და ჯოყოლოში 4 სული ძროხა მოკვდა. მისივე თქმით, ძროხის ცოფი საშიშია როგორც პირუტყვისთვის, ასევე ადამიანისთვის, რომელსაც ძროხასთან შეხება ჰქონდა. ექიმის განმარტებით, პირუტყვთან კონტაქტში მყოფმა პირებმა აუცილებლად უნდა ჩაიტარონ აცრა.