აქტუალური
ედრიან ბრედშოუ: „საქართველოს შეიარაღებული ძალები სრულიად თავსებადია ნატო-სთან“

 საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ ევროპაში ნატო-ს შეიარაღებული ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიტანელმა გენერალმა ედრიან ბრედშოუმ განაცხადა, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება.

 „ეს არის ძალიან მკაფიო სიგნალი. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სრული შესაძლებლობა აქვთ, იმოქმედონ ნატო-ძალებთან“, - განაცხადა გენერალმა.

 ედრიან ბრედშოუს თქმით, ნატო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, სოლიდარობის მკაფიო გზავნილს უგზავნის.

 „ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას ქვეყნის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით“, - დასძინა ნატო-ს მაღალჩინოსანმა.