აქტუალური
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ეკონომიკურ რეფორმებზე, რაც მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია

 საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წლის იანვრიდან უქმდება გადასახადი რეინვესტირებულ მოგებაზე, ასევე, მიღებულია რევოლუციური საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც გადასახადების ადმინისტრირებას კიდევ უფრო ამარტივებს; აიკრძალა საგადასახადო ორგანოების მიერ აქტივების დაყადაღება სასამართლო განჩინების გარეშე, შეიზღუდა საგადასახადო ინსპექტირების ვადა.

 „მომავალი წლიდან დაგეგმილია საპენსიო სისტემის რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, შემუშავდა ნოვატორი ახალგაზრდების მიერ შექმნილისტარტაპებისდაფინანსების მექანიზმი. გარდა ამისა, შემუშავდა ერთიანიფრონტ ოფისისშექმნის იდეა, რომელიც სახელმწიფო სერვისებს მომხმარებელზე კიდევ მეტად ორიენტირებულს გახდის”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 „ეს რეფორმები აძლიერებს ქართველი ერის ევროპულ დნმ-ს. საქართველო ევროპული ქვეყანაა, ევროპული ინსტიტუტებით, სათანადო კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებების დარგში მოქმედი ძლიერი ინსტიტუტებით”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.