საზოგადოება
"აუდიტორია 115" პიკეტს განაგრძობს - განათლების უწყება სტუდენტებს შეხვედრას სთავაზობს

 საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. “აუდიტორია 115”-ის წევრებს უნივერსიტეტში თვითმმართველობის კუთვნილი ორი ოთახი კვლავ პიკეტირებული აქვთ. სტუდენტების მტკიცებით, დღის განმავლობაში ამ ოთახებში საჯარო ლექციები გაიმართება. ოთახების დაკავება სტუდენტებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც  თვითმმართველობის გაუქმებასთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.

უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით ეხმაურება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სტუდენტებს შეხვედრას სთავაზობს. უწყება განმარტავს, რომ სამინისტროსთვის სტუდენტების მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია.