აქტუალური
”თანამდებობის ძიებაში მე არა ვარ, არც ბიზნესს ვაკეთებ საქართველოში” - ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოში ბიზნესი არ აქვს.

 ”არავითარი ინტერესი, გარდა ქვეყნის ინტერესისა, არ გამაჩნია. თანამდებობის ძიებაში მე არა ვარ, არც ბიზნესს ვაკეთებ საქართველოში. ჩემი როლი არ არის დღეს ბიზნესში პირადული, რადგან პირადი ბიზნეს ინტერესები საქართველოში არ მაქვს”, - განაცხადა ივანიშვილმა.

 მანვე კონფერენციის მონაწილეებს განუცხადა, რომ მზად არის, შეღავათიანი პირობებით გადასცეს თანაინვესტირების ფონდთან არსებული პროექტები.

 ”თუ ნებისმიერი პროექტი დაგაინტერესებთ, რომელიც თანაინვესტირების ფონდთან კავშირშია, გადმოგცემთ ფასდაკლებით და შეღავათებით. ჩემი ერთადერთი მიზანი ამ პროექტებთან დაკავშირებით გახლავთ, რომ ტურისტული ბიზნესი და ეკონომიკა განვითარდეს. ჩემი ერთადერთი საზრუნავი გახლავთ ის, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით განვავითაროთ. ამისთვის გვჭირდება, ეს არჩევნები ჩავატაროთ ღირსეულად. ისეთი არჩევნები უნდა ჩავატაროთ, რომ სალაპარაკო არ გახდეს მთელ მსოფლიოში და რაიმე ხინჯი არ ახლდეს”, - განაცხადა ივანიშვილმა.