სამართალი
სპირტიანი სასმელების რეკლამირება ქართულ ტელეარხებზე დაიშვება მხოლოდ 20:00 საათის შემდეგ

reklameახალი წლიდან შევიდა ძალაში ცვლილებები კანონში „რეკლამის შესახებ“, რომელიც ეხება ქართულ ტელეარხებზე ალკოჰოლური სასმელების რეკლამირების დროის შეზღვუდვას.

როგორც საქინფორმის კორესპონდენტს საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტში აცნობეს, ეს ცვლილებები კანონში, რომელიც გულისხმობს ალკოჰოლური სასმელების რეკლამირებას მხოლოდ 20:00 საათის შემდეგ, ძალაში იქნება 2015 წლის 1 იანვრამდე.

ახლა კანონში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ დაუშვებელია სპირტიანი სასმელემის რეკლამირება დღის საათებში და საბავშვო გადაცემების დროს.