საზოგადოება
სვანეთი უკრაინელ ვარსკვლავებს უმასპინძლებს

mestiaმესტიაში გრანდიოზული ღონისძიებებისთვის მზადება გრძელდება. 8 იანვარს სვანეთი უკრაინელ ვარსკვლავებს უმასპინძლებს.

ღია ცის ქვეშ დაგეგმილი გრანდიოზული შოუ-კონცერტი ერთდროულად საშობაო ზეიმი და განახლებული მესტიის პრეზენტაციაც იქნება.

სათხილამურო კურორტი ოფიციალურად 8 იანვარს გაიხსნება. კონცერტი ქართველი და უცხოელი ვიზიტორებისთვის უფასო იქნება. ასევე, შოუზე დასწრების მსურველ მგზავრებს ზუგდიდის რკინიგზის სადგურიდან მესტიისკენ მოძრავი ავტობუსები უფასოდ მოემსახურება.

მესტიის აეროპორტი თბილისიდან რეგულარულ ავიარეისებსაც მიიღებს. ტურისტებისთვის მუშაობს სასტუმროები. გაკეთებულია ახალი სათხილამურო ტრასები, რომელსაც ახლადდამონტაჟებული 1400 მეტრი სიგრძის საბაგირო ემსახურება.