აქტუალური
შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

 საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა მიხეილ ვ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

18 ივლისს თბილისში, აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტოსადგომზე,  ავთანდილ ა-მ შურისძიების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავისი ნაცნობი  არჩილ მ. დაჭრა, ხოლო არჩილ მ-ს თანმხლებმა მიხეილ ვ-მ, ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავად ავთანდილ ა. დაჭრა. არჩილ მ. საავადმყოფოში გარდაიცვალა. ავთანდილ ა. კი კლინიკაში პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო.