პოლიტიკა
სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე დიპლომატიურად ფარავს მწარე სიმართლეს...

 საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე ცდილობს მაქსიმალურად დააცხროს ვნებები და ამიტომ მალავს მწარე სიმართლეს შექმნილი ვითარების შესახებ რუსეთში ქართულ პროდუქციაზე ახალ შესაძლო ემბარგოსთან დაკავშირებით. გასული წლის ივნისში ეს გადაწყვეტილება (ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქციასთან დაკავშირებით გარკვეული შემზღუდველი სანქციების შემოღების შესახებ, რომელიც ევროკავშირის საბჭომ 2014 წლის 23 ივნისს მიიღო და რომელსაც საქართველოც შეუერთდა – რედ.) ავტომატურ რეჟიმში გაგრძელდა კიდევ ერთი წლით, ანუ მიმდინარე წლის ივნისამდე. რამდენიმე დღის წინ ავტომატურ რეჟიმში ეს გადაწყვეტილება კვლავ გაგრძელდა და ძალაში რჩება, ასე რომ, რაღაც ახალ გადაწყვეტილებასთან, ახალ სანქციასთან არ გვაქვს საქმეეს არის 2014 წელს შემოღებული შეზღუდვები, რომლებიც ყოველწიურად გრძელდება ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქციასთან დაკავშირებით”, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, იმიტომ, რომ საქართველო ევროკავშირის ზეწოლით ამ სანქციებს მხოლოდ გუშინწინ, ოთხშაბათს, 2016 წლის 20 ივლისს შეუერთდა, რაც წარმოადგენს ახალ გადაწყვეტილებას, რომელსაც შეიძლება კატასტროფული შედეგები ჰქონდეს ქართული ეკონომიკისა და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის.

 რაც შეეხება რუსეთის დუმის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საპასუხოდ მათ, შესაძლოა, მოითხოვონ ქართული ღვინისა და "ბორჯომის" აკრძალვა, აბაშიძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის, როგორც ჩანს, ეს ერთ-ერთი კომიტეტის წევრების ინიციატივაა.

 „არ მაქვს მოლოდინი, რომ მოხდება ემბარგ დაწესება ქართულ ღვინოსა დაბორჯომზე”. აბაშიძე-კარასინის ფორმატში ამ ეტაპზე ამ საკითხზე არ ყოფილა საუბარი”, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 რუსეთის  სახელმწიფო დუმის საერთაშორისო კომიტეტი ამზადებს განცხადებას, რომელშიც დეპუტატები მთავრობას რეკომენდაციით მიმართავენ, საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყალი “ბორჯომის” იმპორტი აიკრძალოს. ამის შესახებ რუსულ მედიასთან  საუბრისას კომიტეტის წევრმა იან ზელინსკიმ განაცხადა.