უცხოეთი
ანკარა: თუ ყირგიზეთში გადატრიალება მოხდება, ამას გიულენის ორგანიზაცია განახორციელებს

 საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შესაძლოა ყირგიზეთში სახელმწიფო გადატრიალება მოხდეს. ამის შესახებ  მევლუთ ჩავუშოღლუმ ტელეარხ  CNN Turk-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

 „თუკი ყირგიზეთში გადატრიალება მოხდება, ამას ფეთჰულაჰ გიულენის მომხრეები გააკეთებენ. ის დღეს ყირგიზეთისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს“,-განაცხადა თურქეთის საგარე საქმეთა მინისტრმა.

 მანამდე, ჩავუშოღლუმ ტელეარხ HaberTurk-ის ეთერში ასევე განაცხადა, რომ გიულენის „ტერორისტული ორგანიზაცია“ ყირგიზეთში გადატრიალების მოწყობას გეგმავდა. მისი თქმით, თურქეთმა ამის შესახებ ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის ყირგიზეთის  საგარეო საქმეთა სამინისტრო გააფრთხილა. "აღნიშნულმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ  ყირგიზეთი ბაზად აირჩია. მისი გავლენა ისე გაიზარდა, რომ დაჯგუფების წევრები ქვეყნის ხელმძღვანელობასთან არიან შეკრულნი.

 "ჩვენ გავაფრთხილეთ ბელარუსია, რომ გადატრიალების მცდელობას გეგმავენ. ასევე ყირგიზეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და მისი გადაწყვეტილება ჩვენს ურთიერთობაზეა დამოკიდებული. საგარეო საქმეთა დამპირდა, რომ ის ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტს გააფრთხილებს", - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.