უცხოეთი
„საფრანგეთის მთავრობა ვერ უგულებელჰყოფს სენატის გადაწყვეტილებას რფ–სთან მიმართებაში სანქციების გაუქმების სასარგებლოდ“ – ნარიშკინი

 საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. საფრანგეთის სენატმა მიიღო რეზოლუცია, სადაც გამოხატულია მხარდაჭერა რუსეთისთვის სანქციების ეტაპობრივად მოხსნის შესახებ, უკრაინასთან დაკავშირებით მინსკის პროცესის მდგომარეობის შესაბამისად. დოკუმენტს სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.

 თუმცა, სერგეი ნარიშკინი დარწმუნებულია, რომ საფრანგეთის მთავრობა პოზიტიურად აფასებს ამ რეზოლუციას. „თანდათან ევროპელი პოლიტიკოსების გონებაში ჭარბობს თვალსაზრისი ანტირუსული რიტორიკის, რუსოფობიის საპირწონედ, საფრანგეთის სენატის გადაწყვეტილება ასეთი გადაწყვეტილებების რიცხვს მიეკუთვნება“, – მიაჩნია სახელმწიფო დუმის სპიკერს. „პარლამენტარების თვალსაზრისის უგულებელჰყოფა მთავრობას, ცხადია, არ შეუძლია“, – აღნიშნა ნარიშკინმა.

 მისი თქმით, საფრანგეთი მიიჩნევა და წარმოადგენს სამართლებრივ სახელმწიფოს, სამართლებრივ სახელმწიფოში კი პარლამენტართა თვალსაზრისისთვის ანგარიშგაუწევლობა არ შეიძლება.

 წინადადებას ხმა მისცა მონაწილეთა უმრავლესობამ – 302 სენატორმა, წინააღმდეგი იყო 16. სულ სხდომას 335 სენატორი ესწრებოდა.