პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ მერაბ მეტრეველმა დატოვა

 საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. როგორც მერაბ მეტრეველმა განაცხადა, მისთვის მიუღებელი იყო პარტიის ვაშაძე-ჯაფარიძე - ახალ არჩევანთან გაერთიანება.

 „დავტოვე პარტია, მინდა წარმატება ვუსურვო მათ. პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მივიღე, რადგან ეს იყო ახალი ძალა. მივდიოდი ახალ ძალასთან სათანამშრომლოდ. მართალია, პოლიტიკაში ხდება ყველაფერი, შერწყმა, გაერთიანება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ჩემთვის იყო მიუღებელი”, - განაცხადა მერაბ მეტრეველმა.

 მისივე თქმით, სხვა პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობას არ აპირებს. მივდივარ სახლში“, - აღნიშნა მეტრეველმა.

 "მერაბ მეტრეველის პარტიიდან წასვლა დიდი დანაკლისია.  მინდა, გზა დავულოცო და მადლობა ვუთხრა გაწეული მუშაობისთვის”, - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.