აქტუალური
“ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა ბორჯომში, ადიგენსა და ასპინძაში

 საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. ჩვენი მოქალაქეების ღირსება არის ყველაზე უზენაესი, რასაც ვემსახურებით, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ბორჯომის  მოსახლეობას, რომელსაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე წარუდგინა.

 „ადიგენი არის ადგილი, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ადიგენში გამართულ შეხვედრაზე და მოსახლეობას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კოპაძე წარუდგინა.

 „ჩვენ შეიძლება არ ვაშენებთ იმდენ „ზიზილ–პიპილო“ შენობებს, მაგრამ ვაკეთებთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, საბაზისო ინფრასტრუქტურას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ასპინძაში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ასპინძელებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე წარუდგინა და გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე ესაუბრა.