აქტუალური
ბრენდ-მაღაზიების ნაწილში გაყიდვები არ გაზრდილა

benetonსაახალწლო ფასდაკლებამ თბილისში არსებული ბრენდების ნაწილს გაყიდვები გაუზარდა. საიუველირო მაღაზიებში აცხადებენ, რომ წინასაახალწლო რეალიზაციით კმაყოფილი არიან, რადგან ჩვეულებრივ დღეებთან შედარებით გაყიდვები 4-5ჯერ გაიზარდა.

მათივე თქმით, რეალიზაციის ზრდაში მნიშვნელოვანი როლი საახალწლო აქციებმა ითამაშა. თუმცა ზოგადად გაზრდილი ფასების გამო ხალხის მსყიდველობითი უნარი დაეცა, ამიტომ რეალიზაციის მატება არ დაფიქსირებულა და გაყიდვები შარშანდელი წლის ნიშნულზეა.

ტანსაცმლის მსოფლიო ბრენდების წარმომადგენელ "ნოვო" ჯგუფს ახალი წლის დღეებში რეალიზაცია გაეზარდა, თუმცა კონკრეტული მაჩვენებლის დასახელებისგან თავს იკავებენ. "ნოვო" ჯგუფი ბაზარზე "სისლეის", "ბენეტონს" და "მანგოს" წარმოადგენს.