პოლიტიკა
"გირჩმა" პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა

 საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. პოლიტიკურმა ცენტრმა "გირჩმა“  პაატა ბურჭულაძის მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის“  დატოვა. ამ ინფორმაციას პარტიის წევრები ადასტურებენ.

 მათი ინფორმაციით, ოფიციალური განცხადება ამის შესახებ მოგვიანებით გავრცელდება.

 პარტიებს პარტიული სიის შეცვლის ვადა ოფიციალურად 28 სექტემბერს ამოეწურათ.