სამართალი
პარტია "ქართული ოცნების" განცხადება

  საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. 27 სექტემბერს აღმაშენებლის გამზირზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა ორგანიზაცია “ქართული ძალის” წარმომადგენლები დააკავეს.

 განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: ქართული ოცნება” გმობს ე.წ. ნაციონალისტური ჯგუფების მიერ მოწყობილ აქციას. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ განხორციელებული აქცია. აუცილებელია, რომ შესაბამისმა ორგანოებმა მოახდინონ ფაქტის გამოძიება და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის ყოველგვარი ძალადობა და აქცია, რომელიც მიმართულია შუღლის გაღვივებისა და ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ“.