აქტუალური
GFK: “ქართული ოცნებისა” და ენმ-ის მხარდაჭერის რეიტინგებს შორის 2,5%-იანი სხვაობაა

  საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის შეკვეთით კომპანია GFK-ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, “ქართული ოცნებისა” და ენმ-ის რეიტინგებს შორის ამომრჩეველთა მხარდაჭერის მხრივ 2,5%-იანი სხვაობაა.

 კითხვაზე, რომელ პარტიას უჭერთ მხარს, მაჩვენებლები ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნება” - 38%, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 35.6%, ლეიბორისტული პარტია - 5.9%, “თავისუფალი დემოკრატები” - 5.8%, “სახელმწიფო ხალხისთვის”  - 4.1%, “პატრიოტთა ალიანსი” - 2.8%, “დემოკრატიული მოძრაობა” - 2.6%, რესპუბლიკური პარტია - 0.7%.

 დედაქალაქში “ნაციონალურ მოძრაობას” 24,4%-იანი მხარდაჭერა აქვს, “ქართულ ოცნებას” კი - 23,3%.

 არჩევნებამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე სოციოლოგიური კვლევის კომპანია GFK  “რუსთავი 2”-ის დაკვეთით შესრულებული მესამე წინასაარჩევნო გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

 საქინფორმი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კვლევების ადგილობრივი საველე სამუშაოების შემსრულებელი „GFK“ არის კერძო ფირმა, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ცესკოს თავმჯდომარის – ცნობილი ფალსიფიკატორი ლევან თარხნიშვილის მეუღლეს ეკუთვნის.