საზოგადოება
აჭარაში ციტრუსის 90 პროცენტი განადგურებულია

citrusiამ ინფორმაციას ადგილობრივი ფერმერები ავრცელებენ. ირკვევა, რომ მანდარინის მოსავლის უდიდეს ნაწილს “ვერცხლისფერი ტკიპა” მოედო. მოსახლეობა ამ ვითარებაში დაავადებას ვერ ებრძვის, რადგან შხამქიმიკატებს ვერ ყიდულობენ. როგორც ფერმერები აცხადებენ, წელს მანდარინი საგანგაშოდ ცოტაა, ხოლო ნაყოფის დიდი ნაწილი არაჯანსაღია. მათივე განმარტებით, თუ წინა წლებში ერთი ფერმერი 10-12 ტონა მანდარინს კრეფდა, წელს მხოლოდ 300 კილოგრამის აღება მოხერხდა. ფერმერები ქართული მანდარინის გასაღების ბაზრის სიმწირესაც უჩივიან. მათი თქმით, მანდარინი მხოლოდ უკრაინაში გადის, სადაც საბაჟო გადასახადის გაზრდა ვითარებას ართულებს.