პუბლიკაციები
სააკაშვილი საერთაშორისო ფორუმებზე ტუალეტებთან და კაფეებთან უსაფრდებოდა მსოფლიო ლიდერებს

  რა სცენარით აპირებს ნაც-მოძრაობა მოქმედებას, ვინ გამოვა 5 ოქტომბერს ქუჩაში, რა მესიჯი გაუგზავნა სააკაშვილმა პუტინს ამერიკიდან? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი , მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა ბარამიძე ესაუბრა.

 გიგლა ბარამიძე: – უკრაინელი ჩინოვნიკი, საერთაშორისო მაწანწალა მიხეილ სააკაშვილი ამერიკაში იმყოფებოდა, სადაც წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში იქაურ ქართველებს შეხვდა. შეხვედრაზე მან ბევრი სისულელე თქვა, სიამაყით განაცხადა, პუტინი მე რაღაცეებს მითმობდა და მხვდებოდა, ივანიშვილს კი თავს არ უყადრებს, რადგანაც თავის მონად მიაჩნიაო.

 – ამ შემთხვევაში მართალია სააკაშვილი, ივანიშვილს მართლა არ შეხვედრია პუტინი.

 – რუსეთის ხელისუფლებასთან შეხვედრა და დიალოგი თავად საქართველოს ხელისუფლებამ არ მოისურვა. ამ მიშიკოს კიდევ რაღა არჩევნების წინ გაახსენდა პუტინი? რუსეთის პრეზიდენტი იმიტომ გაიხსენა, რომ ყველაში ჰყავს გაჩხერილი მას ჩვენი პარტია. ჩვენი პარტიის ლიდერი ნინო ბურჯანაძე წავიდა და შეხვდა პუტინს. მის ამ განცხადებას სხვა ქვეტექსტიც აქვს. მისი ეს განცხადება რუსეთის ხელისუფლების მისამართითაც არის გაკეთებული. მიშიკო კრემლს ეუბნება, მე კარგი ბიჭი ვიყავი, პუტინიც კი მხვდებოდაო.

 – რუსეთის ხელისუფლების მისამართით არის გაკეთებულიო და მიზანი რა არის, ის თავს სთავაზობს  რუსეთის ხელისუფლებას და მათგან მხარდაჭერას ითხოვს?

 – ხელისუფლებაში დაბრუნება ისე უნდა, თავს შესთავაზებს კი არა, რომ დასჭირდეს, საკუთარი ოჯახის წევრებს ცოცხლად გააძრობს ტყავს. პუტინი კი არა, რუსეთის ხელისუფლების რომელიმე მაღალი რანგის ჩინოვნიკი ხელისუფლებაში დაბრუნებას რომ შეჰპირდეს, დაოთხილი ჩავა. არ ჩასულა მოსკოვში, არ უმათხოვრია თუ რა? რუსეთს მაშინ ემათხოვრება, როცა ძალიან უჭირს. ახლაც სიამოვნებით წავა რუსეთში. მისგან განსხვავებით, ჩვენი ლიდერი იქ ღიად და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად მიდის. ის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ესაუბრება რუსეთის პირველ პირებს. სააკაშვილი და მისი გუნდი რუსებთან იმიტომ გარბიან, რომ ქვეყანას უღალატონ. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, საერთაშორისო ფორუმებზე ტუალეტებთან და კაფეებთან როგორ უსაფრდებოდა მსოფლიო ლიდერებს. აგვისტოს ომის შემდეგ მისთვის ხელის ჩამორთმევა არავის სურდა, ეს მათ წინ ხვდებოდა და ისინიც იძულებული იყვნენ, სააკაშილისთვის გამარჯობა ეთქვათ. მის მიერ კონტროლირებადი მედია ნაძალადევად ხელის ჩამორთმევას საქმიან შეხვედრად ასაღებდა. სააკაშვილი ასეთი ყალთაბანდია და მე რა ვუთხარი იმ ხელისუფლებას, რომელმაც ქვეყანას ვერაფრით მოაშორა ჭირი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ჰქვია.

 – თქვენ ფიქრობთ, რომ სააკაშვილს დაბრუნება არ უნდა და ამასოცნებახალხის დასაშინებლად იგონებს?

 – სააკაშვილს საქართველოში დაბრუნება, ბუნებრივია, უნდა, მაგრამ ამ თემით „ქართული ოცნება“ სარგებლობს, თორემ ჯერ კიდევ 3 წლის წინ ვამბობდი – სააკაშვილს როგორც კი საშუალება მიეცემა, აქედან წაღებული ფულით საქართველოში არეულობას დაგეგმავს და დაბრუნებას შეეცდება მეთქი. ამისთვის მან ნიადაგიც მოამზადა, არასამთავრობოები და ახალგაზრდული ორგანიზაციები შექმნა, უმაღლეს სასწავლებლებში შევიდა, როგორც კიბო. უკრაინაში მას ჰყავს შეიარაღებული ფორმირება, რომლის წევრებიც მზად არიან, საქართველოში ჩამოვიდნენ. ეს ამბავი მე თუ ვიცოდი, ხელისუფლებას არ უნდა სცოდნოდა? ახლა რომ მოინდომეს ყველაფერი, იარაღების სამალავები გათხარეს და ხალხს ზაფრავენ სააკშვილი მოდისო. თქვე მართლა ჩაჩნებო, მისი ჩამოსვლა თუ არ გინდოდათ, სად უშვებდით, აქ არ გყავდათ? ან ახლა რომ იბარებთ გია ლორთქიფანიძეს, აქ არ იყო? კაცზე საქმე იყო აღძრული და ქვეყნიდან გაუშვით. ვის ატყუებთ? მსგავსი მეთოდები არ გავა. მათ ძალიან კარგად იციან, რომ სააკშვილს მათ შესაცვლელად რესურსი არა აქვს, თორემ საქართველოში ხელისუფლება უკვე შეცვლილი იქნებოდა.

 – 5ოქტომბერს ყოფილი ხელისუფლება გრანდიოზული აქციის გამართვას აპირებს ვარდების მოედანზე. „ოცნებასამ აქციის ძალიან ეშინია და ვარაუდობს, რომ მას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

 – არანაირი გადამწყვეტი არ იქნება. ახლავე გეტყვით, რომ ნაციონალები საჭირო ოდენობის ხალხს ვერ გამოიყვანენ. ამ აქციაზე ხელფასებზე მყოფ კოორდინატორებს, აგიტატორებს, უბნის და ზონის უფროსებს, თავიანთ ცოლებს, საყვარლებს, საყვარლების საყვარლებს, ძაღლებისა და კატების მომვლელებს, მძღოლებს და სტილისტებს გამოიყვანენ. რამდენიმე ათასი კაცი შეიკრიბება, იხტუნავებენ და წავლენ.

 წყარო: გაზეთი „ახალი თაობა