აქტუალური
იან კელი: სამხედრო ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის ფაქტი შემაშფოთებელია

  საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში  იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

 „ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია, რაც მოხდა. რა თქმა უნდა, ჩვენ მჭიდროდ ვიმუშავებთ საქართველოს მთავრობასთან ერთად ფაქტის დეტალებზე და ამ საკითხის გამოძიებაზე”, - განაცხადა იან კელიმ.

 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი დაფიქსირდა. რამდენიმე უცხო პირი არ დაემორჩილა განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა.