აქტუალური
მერსი ტემბონი: ჩვენ ვხედავთ, რამდენად უმჯობესდება საქართველოს მიმზიდველობა ინვესტორებისთვის

  საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი.  მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი აცხადებს, რომ მსოფლიო ბანკის ჯგუფის ანგარიშში ჩამოთვლილია ხუთი სფერო, რომლებშიც საქართველომ ძალიან კარგი შედეგი აჩვენა, ეს არის - გადასახადების სიმარტივე, ელექტროენერგიის მიწოდება, უმცირესობების დაცვა და მიწის საკუთრების რეგისტრაცია.

 "ეს ხუთი სფერო ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება, რადგანაც ეს არის მუდმივი სამუშაო. ამის შესასრულებლად შეიქმნა სპეციალური კომიტეტი, რომელიც თვალყურს ადევნებს ამ რეფორმების მიმდინარეობას და მუშაობს ამ რეფორმების გაგრძელებაზე", - აღნიშნა მერსი ტემბონმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

 მისივე თქმით, ეს ყველაფერი, ფაქტობრივად, უკვე ჩანს არამარტო ციფრებში, არამედ ვხედავთ, რამდენად უმჯობესდება საქართველოს მიმზიდველობა ინვესტორებისთვის.