აქტუალური
ლევან იზორია საქართველოს შეიარაღებული ძალების სწავლების „ქარიშხალი 2016“-ის მიმდინარეობას გაეცნო

  საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი.  საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პასუხისმგებლობის რაიონში სამეთაურო-საშტაბო სწავლების „ქარიშხალი 2016“-ის მიმდინარეობას გაეცნო.

 „აღმოსავლეთ სარდლობის ორგანიზებით სამეთაურო-საშტაბო წვრთნებიქარიშხალი 2016“ ჩატარდა. წვრთნების მიზანი მართვისა და კონტროლის სისტემის ეფექტიანობის, ასევე სარდლობის შტაბსა და ქვედანაყოფების შტაბებს შორის კოორდინაციის ხარისხის გამოვლენა იყო. ნანახით ძალიან კმაყოფილი ვარ და შეიარაღებული ძალები ამ წვრთნებს მომავალშიც გააგრძელებს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

 სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2016“ სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მიერ პირველად ტარდება. სწავლება 10 დღის განმავლობაში გრძელდება და მასში 700-მდე სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.

 სასწავლო სცენარის მიხედვით, სწავლების მთავარი ამოცანაა აღმოსავლეთ სარდლობის შტაბისა და დაქვემდებარებული შენაერთების შტაბების მიერ საბრძოლო ვითარებასთან მიახლოებულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვა და აღსრულება.