საზოგადოება
კობი-გუდაურის გზაზე მოძრაობა შეზღუდულია

gudauri-kobiუამინდობის გამო კობი-გუდაურის საგზაო მონაკვეთზე მოძრაობა ნაწილობრივ ისევ შეზღუდულია.

აკრძალულია მისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის მქონე ავტობუსებით გადაადგილება. დანარჩენი ტრანსპორტისთვის მოძრაობა მხოლოდ ჯაჭვებითა ნებადართული.

უამინდობის გამო, მოძრაობა შეზღუდულია გომბორის უღელტეხილზეც. სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნალექს ვარაუდობენ.