აქტუალური
მთავრობა ინვესტიციებს, ძირითადად, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ელოდება

vera_qobalia2011 წელს ეკონომიკის სამინისტრო ინვესტიციებს, ძირითადად, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ელოდება. ამის თაობაზე ეკონომიკის მინისტრი აცხადებს. ვერა ქობალიას თქმით, ეს ორი ქვეყანა საქართველოს სავაჭრო პარტნიორია.

მისივე განცხადებით, დიდია ისრაელისა და ირანის მხრიდან დაინტერესებაც. სამინისტრო ევროკავშირის ქვეყნებთან, კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც მუშაობს. მინისტრი დასძენს, რომ ინვესტორების მთავარი ინტერესის წყარო ტურიზმი, აგრობიზნესი და ფინანსური სექტორია. თუმცა იზრდება ინტერესი უძრავი ქონების მიმართაც.

განსხვავებულია ეკონომიკის ექსპერტთა აზრი. როგორც ეკონომიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა საქინფორმთან საუბარში აღნიშნა, მკვეთრად დაეცა ინვესტიციების რაოდენობა და სულ უფრო და უფრო იკლებს.