აქტუალური
მსოფლიო სავალუტო ფონდმა საქართველოს 153–მილიონიანი ტრანში გამოუყო, თუმცა როგორც პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი 153 მილიონი აშშ დოლარი საქართველოს ჯერჯერობით არ სჭირდება. მისი თქმით, გამოყოფილი თანხა მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში დაიხარჯება.