აქტუალური
58 %-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია – NDI

    საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. ეროვნული მნიშვნელობის საკითხების ხუთეულში ბოლო 5 წელია სტაბილურადაა სამუშაო ადგილები, ინფლაცია, სიღარიბე და ტერიტორიული მთლიანობა - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაშია ნათქვამი.

  NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდს მოიცავს და მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 3 141 პირი პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა. კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.

  NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58 %-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია.

  კითხვაზე - რომელი ეროვნული საკითხია თქვენთვის ან თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, გამოკითხულთა უმრავლესობა, აგრეთვე,  ფასების ზრდას,  ინფლაციას, სიღარიბეს, ტერიტორიულ მთლიანობას და პენსიებს ასახელებს.