აქტუალური
„გაზპრომთან" ხელშეკრულების ხელმოწერით ენერგოსექტორში მდგომარეობა გაუარესდა! – „დონ მარგველ“

  საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. “გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულება იყო ერთ-ერთი თემა, რომელსაც გამოეხმაურნენ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციაში, რომელსაც კრიმინალურ ისტორიებში მისი ოჯახის წევრებისა და მისი საკუთარი პრესსპიკერის მუდმივად გახვევის გამო ახალი მეტსახელი „დონ მარგველ“ უწოდეს (უწინ მას ხან „კარალევა მარგოს“, ხან „უმაღლეს მთავარსარდელს“ და „ვერიტას პლასტილინოვიჩს“ უწოდებდნენ, ქართველმა პოეტმა რეზო ამაშუკელმა კი „ბიოცისტერნა“ შეარქვა).

  "ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით გაუარესდა ქვეყნის ენერგოსექტორი, დაზიანდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები, საბოლოოდ მივიღეთ უარესი ვითარება სხვადასხვა მიმართულებით, რასაც შესაძლოა, სამომავლოდ მთელი რიგი პრობლემები მოჰყვეს. “გაზპრომის” თემა არის უფრო მეტი, ვიდრე ბიზნესგარიგება, ეს არის უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, გეოპოლიტიკა და ამის შემდეგ უკვე ენერგეტიკა და ეკონომიკა. “გაზპრომთან” ხელშეკრულების ხელმოწერით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან - ენერგოსექტორში მდგომარეობა გაუარესდა“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ (ალექსი პეტრიაშვილის მეორე ცოლმა, რომელსაც არცთუ დიდი ხნის წინ სხვადასხვა ორგანო დაუცხრილეს და ჩაქუჩით ცემეს სასაფლაოზე, როგორც ამბობენ, მიშველაძის პირველი ქმრის, ანდა მეგობრის შეკვეთით...).

  "პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს, განახორციელოს კონსტიტუციური ვალდებულება - გააძლიეროს საზედამხედველო ფუნქცია და შემოგვთავაზოს გეგმა, თუ როგორ მოხდება მოსალოდნელი რისკების და საფრთხეების დაზღვევა და მინიმალიზაცია“, - დასძინა ბრიფინგზე კრიმინალის მსხვერპლის – დაზარალებული ალექსი პეტრიაშვილის მეუღლემ.