აქტუალური
გიორგი მარგველაშვილი ლეონიდ თიბილოვის განცხადებას გამოეხმაურა

    საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. „პრეზიდენტი ყველა საერთაშორისო ტრიბუნას იყენებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ასწიოს საქართველოს ოკუპაციის თემა“, - ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ტრადიციულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე გააკეთა. ასე გამოეხმაურა გიორგი მარგველაშვილი ლეონიდ თიბილოვის განცხადებას, რომელმაც უწინ აღნიშნა, რომ რუსული და სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ინტეგრირება უნდა მოხდეს და ეს პროცესი სწრაფად უნდა განხორციელდეს.

   „მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის პრინციპული შეფასება და  რეაგირება მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოს უსაფრთხოებისთვის, არამედ  ზოგადად, გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისითაც“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.