რელიგია
პატრიარქის ქადაგება (08.01.2017)

  სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა!

  ჩვენთან არს ღმერთი!

  ყველას გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს. ქრისტეშობის მეორე დღეს ეწოდება „კრება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა“. ღვთისმშობლის ნათესავების დღესასწაულია – წინასწარმეტყველისა დავით მეფისა, იოსებ დამწინდველისა, უფლისა ძმისა იაკობისა… ჩვენ შევთხოვთ მათ, რომ მათი ლოცვით,  ვედრებითა და მეოხებით მშვიდობა მოგვცეს უფალმა თავისი დიდი წყალობით.

  დღეს განსაკუთრებით ვდღესასწაულობთ დავით მეფის ხსენებას, ალბათ გახსოვთ მისი უკვდავი ფსალმუნი: „მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა“ და მრავალი სხვა. წმინდა დავით წინასწარმეტყველი ღვთისაგან არჩეული იყო მეფედ. იყო ცხვრის მწყემსი იყო და ღმერთმა დაადგინა მეფედ ისრაელისა.

  არის მისი მოკლე ლოცვა: „მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“, ერთად ვთქვათ სამჯერ, რომ სიმშვიდემ დაისადგუროს საქართველოში…

  სიმშვიდე და სიხარული არ მოგაკლოთ მამა ზეციერმა თქვენ და საქართველოს.

  ჩვენ ბედნიერნი ვართ და სასიხარულოა, რომ ჩვენთან წირვას ესწრებოდა ბულგარეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ნიკოლოზი. იგი არის პლოვდივის მიტროპოლიტი, ეს ეპარქია სიდიდით მეორეა დედაქალაქის შემდეგ. ჩვენ გულითადად მივესალმებით მას და მოხარულნი ვართ, რომ დღეს ჩვენთან იყო.

  ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

  ჩვენთან არს ღმერთი!