პოლიტიკა
გავრცელებული ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ გოგა ხაჩიძეს თანამდებობაზე, სავარაუდოდ, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი ცხაკაია შეცვლის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ კობა სუბელიანს კი - სოსო ქარჩაიძე.
კულუარული ინფორმაციით, შესაძლოა, სამთავრობო ცვლილებები პრემიერსაც შეეხოს და ნიკა გილაურის ადგილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ამჟამინდელმა მინისტრმა ვერა ქობალიამ დაიკავოს.