უცხოეთი
სერგეი ლავროვმა საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაუქმების პირობები დაასახელა

    საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმი გაუქმდება, როცა ჩვენი ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებს შორის თანამშრომლობა დაიწყება! - სააგენტო ТАСС-ის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

  „ჩვენ კმაყოფილები ვართ იმით, რომ ურთიერთობები მაინც რეგულირდება, ტვირთბრუნვა იზრდება, ფართოვდება საავიაციო კავშირის გეოგრაფია. რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გაუქმებას, ეს რთული საკითხია, რომელიც არა მარტო დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობას, არამედ უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას უკავშირდება. არა მხოლოდ ცენტრალური აზია, არამედ ამიერკავკასია, ზოგადად სამხრეთ კავკასიის რეგიონები მარშრუტად იქცა, რომლის გამოყენებასაც ბოევიკები, ექსტრემისტები, ტერორისტები და ნარკოდილერები აქტიურად ცდილობენ“, - ციტირებს სააგენტო „რია ნოვოსტი“ - სერგეი ლავროვის განცხადებას.