პოლიტიკა
საქინფორმი: გააგრძელებს თუ არა კვირიკაშვილის მთავრობა სააკაშვილის ტრადიციებს?

   საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, უკვე შენდება ერთიანი მომსახურების ოფისი - ბიზნესსახლი, თუმცა, მომსახურების კიდევ უფრო გაიოლების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სამთავრობო ქალაქის მოცულობითი პროექტი განხორციელდება.

გამოიყო ძალიან დიდი ტერიტორია, სადაც სამინისტროები იქნება გადატანილი (საქინფორმის ინფორმაციით, ყველა არა, შსს და თავდაცვის სამინისტრო ნამდვილად არ გადავა). ეს ერთის მხრივ იქნება ძალიან კარგი, რადგან ქალაქის ცენტრში გამოთავისუფლდება ბევრი საოფისე სივრცე თუ ადგილი სასტუმროსთვის, ხოლო მეორეს მხრივ, წახალისდება მშენებლობის სექტორი. მოცულობითი სივრცის აშენება იგეგმება. ორთაჭალის იმ უბანში თავს მოიყრის პრაქტიკულად ყველა სამინისტრო, ერთეული გამონაკლისების გარდა, რაც უზრუნველყოფს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის მომსახურების თვისობრივად სხვა ეტაპზე გადასვლას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და მის დაწყებას მივესალმები“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქინფორმი: მაშასადამე, თბილისის ცენტრში მდებარე ბევრი სამინისტროს მონუმენტური უნიკალური შენობა (მადლობა ლავრენტი პავლოვიჩს!), მაგალითად, ფინანსთა სამინისტრო, სადაც ჯერ კიდევ კამო მუშაობდა, თვალში მოუვიდათ უცხოელებს, რომლებიც იქ თავის სასტუმროებსა და ოფისებს გახსნიან. მაგრამ აშენდება და აღიჭურვება კი სამტავრობო ქალაქი არქიტექტურის ძეგლების გაყიდვისგან მიღებული ასობით მილიონი დოლარით, თუ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა, „ქეშად“ წავა ჩინოვნიკების ჯიბეებში და „ატკატებზე“?!