აქტუალური
იტალიის ელჩი საქართველოში „ნაციონალი“ აღმოჩნდა, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას უგულებელჰყოფს

   საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გუნდის მიერ ე. წ. კომპანიის მფლობელების – ძმები ყარამანაშვილებისადმი საპასუხო შეთავაზებას საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეხმაურება. ანტონიო ენრიკო ბარტოლი ამბობს, რომ ჟურნალისტების მიერ ტელეკომპანიის მართვის გამოცდილება ევროპაშიც არსებობს.

ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ პლურალისტურ მედიაგარემოს. ყოველთვის ვამბობდით, რომ ბევრი სხვადასხვა ორიენტაციის მქონე ტელეარხის არსებობა ცოცხალი პოლიტიკური დიალოგის გარანტიას იძლევა. ჩვენ არ ვერევით სასამართლოს საქმეში, მაგრამ ყურადღებით ვაგრძელებთრუსთავი 2”-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებას.

რაც შეეხება შესაძლებლობას, რომ ჟურნალისტებმა შეიძინონ ტელეარხის აქციები, მშვენიერი გადაწყვეტილება იქნება. ჟურნალისტებს, ზოგადად, შეუძლიათ, შექმნან სხვა ტელეარხი, რაც არაერთხელ მომხდარა, მათ შორის იტალიაშიც“, - განაცხადა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.

ამგვარად, იტალიის ელჩი საქართველოში ასევე „ნაციონალი“ აღმოჩნდა, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას უგულებელჰყოფს, რომლემაც უკვე ერთი თვეა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მის უწინდელ მფლობელ ქიბარ ხალვაშს გადასცა.