აქტუალური
2011 წლის დასაწყისიდან ხორბლის ფასი 6 პროცენტით გაიზარდა და ზრდის ტენდენცია კვლავაც გრძელდება.
ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორის - "აგრიკომის" განცხადებით, თუ ტენდენცია გაგრძელდება და ხორბლის ფასი 420-450 დოლარს მიაღწევს, ეს 1 ტომარა ხორბალს 2-3 ლარით გააძვირებს.
"მსოფლიოში ფასის მატება საქართველოზე თვე–ნახევარში აისახება, პურის გაძვირებას კი დამატებით 20 დღე დასჭირდება", - აცხადებენ "აგრიკომში".