უცხოეთი
საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში სირიის უსაფრთხოების ზონების მემორანდუმის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი წარადგინა. გავრცელებული ცნობით, რუსეთის რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა შესაძლოა მიმდინარე კვირაშივე ჩატარდეს.
სირიაში უსაფრთხოების ოთხმა ზონამ ფუნქციონირება 6 მაისს დაიწყო. რუსეთის გენშტაბის ინფორმაციით, დე-ესკალაციის ყველაზე მასშტაბური ზონა სირიის ჩრდილოეთით მდებარეობს, რომელიც იდლიბის, ლატაკიის, ჰამასა და ალეპოს პროვინციების ნაწილს მოიცავს.
უსაფრთხოების ზონას 14 ათასი სამხედრო მოსამსახურე იცავს. უსაფრთხოიების ზონების შექმნაზე გადაწყვეტილება ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში 4 მაისს იქნა მიღწეული.