აქტუალური
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების ბრიფინგი

   საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. ბათუმში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმში“, რიგით მეხუთე სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრაზე განხილული საკითხები შეაჯამეს და ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ლევან იზორიამ, ფიქრი იშიკმა და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი წარმატებულად შეაფასეს.

ორ კვირაში  ჩვენს ოპერაციულ ძალებს შორის ერთობლივი წვრთნები დაიწყება; სექტემბერში კი  ერთობლივი საშტაბო-კომპიუტერული წვრთნები ჩატარდება. განვიხილეთ, რომ ეს ფორმატი მომავალში უფრო გავაფართოვოთ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

ჩვენ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განვიხილეთ და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ მხარს ვუჭერთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, - განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ფიქრი იშიკმა.

რეგიონული თანამშრომლობის განხილვისას შევთანხმდით, რომ სამმხრივი ფორმატი რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენაა მიმართული. ჩვენი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის კი ერთობლივი სწავლებები და წვრთნები კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების განვითარებას“, - განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაკირ ჰასანოვმა.

ერთობლივი განცხადებებისას სამივე მინისტრმა მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმო და გარდაცვლილთა ოჯახების მიმართ თანაგრძნობა გამოხატა.