უცხოეთი
ფორმატი თურქეთი–საქართველო–აზერბაიჯანი სომხეთს ემუქრება: აღმოსავლეთმცოდნე

   საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. სამხედრო თანამშრომლობა თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სომხეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა რუბენ საფრასტიანმა.

სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების მორიგი მოლაპარაკებები ბათუმში გაიმართა. ივნისსა და სექტემბერში მხარეები ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავენ. საფრასტიანს მიაჩნია, რომ  აღნიშნული ფორმატის მიზანი ერევნის იზოლაციაა.

ექსპერტის აზრით, თურქეთი ბოლო ხანს აქტიურად ავითარებს თავის ინტერესებს ამიერკავკასიაში და სამმხრივი ფორმატი თბილისსა და ბაქოსთან ერთობ ხელსაყრელი ფორმატია ანკარის ექსპანსიური მისწრაფებებისთვის.