აქტუალური
თბილისის შემოვლითი გზის და ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთის პროექტირება იწყება

   საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. თბილისის შემოვლითი გზის 55-კილომეტრიანი მონაკვეთისა და ნატახტარი-ჟინვალის 28-კილომეტრიანი მონაკვეთის პროექტირება იწყება. პრემიერ-მინისტრმა ამ საკითხზე გუშინ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე ისაუბრა.

„ეს იქნება ალტერნატიული ჩქაროსნული მაგისტრალი, რომელიც მნიშვნელოვნად განტვირთავს ჩვენს ქალაქს და, ასევე, ეს იქნება დასაწყისი უკვე მლეთა-კობისკენ მიმავალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის სრულად განხორციელებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.