საზოგადოება
მარიხუანას ლეგალიზაციის შემდეგ პოლიტიკური მეძავები საქართველოში პროსტიტუციის ლეგალიზებას ითხოვენ

    საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, სააკაშვილის ვითომდა ძველი თანამოაზრეების პარტია - სააკაშვილის პარტია „ნაცმოძრაობის“ სატელიტი პარტია „გირჩი“ სექს-მუშაკთა უფლებების დასაცავად საქართველოში პროსტიტუციის ლეგალიზებას ითხოვს.

მკითხველს შევახსენებთ, რონ მანამდე პარტია „გირჩი“ მარიხუანას ლეგალიზაციის ინიციატივით გამოვიდა და თავისი პარტიის ოფისში მარიხუანას მთელი პლანტაცია მოაწყო ქოთნებში.

ამის შესახებ 24 ივლისს "გირჩის" ქუთაისის ოფისში ბრიფინგი გაიმართა. ახალ პოლიტიკურ ცენტრში განმარტავენ, რომ ლეგალიზაცია არის საუკეთესო გამოსავალი ტრეფიკინგის პრევენციისთვის.

მათივე განმარტებით, დაცული იქნება სექსის ინდუსტრიაში დასაქმებულ პირთა უსაფრთხოება. "გირჩი" შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტში რამდენიმე დღეში შეიტანს.